პრობლემის დასაბუთება

 გამოკვლევებით დასტურდება,რომ განათლების სისტემა აწყდება სერიოზულ ინტერესის კლებას საბუნებისმეტყველო საგნებისა და მათემატიკის მიმართ. ეს მაშინ,როცა ჩვენი ცხოვრება უფრო  და უფრო მაღალტექნოლოგიური ხდება.შესაბამისად,სახელმწიფოს და კერძოდ,დამსაქმებელს სჭირდება მაღალკვალიფიციური პროგრამისტები,ელექტროინჟინრები,გამომგონებლები,დიზაინერები,აქედან გამომდინარე სპეციალისტები,რომელთაც აქვთ ზემოთ აღნიშნული საგნების ცოდნა და ხედვა რეალურ ცხოვრებასა და ეკონომიკის განვითარებას შორის.

   ასეთივე ინტერესის კლება შეინიშნება ჩვენი სკოლის მოსწავლეებშიც, ტექნიკური საგნების სწავლება მოითხოვს ისეთი აქტივობების განხორციელებას,როგორიცაა ცდები,ექსპერიმენტები,რეაქციები,რომლის საშუალებაც ხშირ შემთხვევაში პრაქტიკულად სკოლას არ გააჩნია.პრობლემას ვაწყდებით საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას,რადგან არ გაგვაჩნია შესაბამისი ტექნიკური მოწყობილებებით აღჭურვილი ლაბორატორიები,რომელთა საშუალებით შესაძლებელი გახდება მოსწავლეებისთვის საბაზისო  ცოდნისა და  გამოცდილების მიცემა  ტექნიკური მანიპულაციების განსახორციელებლად,ვინაიდან სწავლების მიზანია არა მხოლოდ მოსწავლეთა თეორიული მომზადება, არამედ ამ ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში   გამოყენება.

   აქედან გამომდინარე, არსებული პრობლემის მოგვარებისა და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების მიზნით ჩავერთეთ  STEM პროექტებში,ავირჩეთ თემა:,,წებოს შექმნა რძისგან’’, რომელიც ხელს შეუწყობს კათედრებს შორის თანამშრომლობის კულტურის ამაღლებას.ეფექტური ურთიერთობა დამყარდება,როგორც მასწავლებლებს ,ასევე მასწავლბლებსა და მოსწავლეებს შორისაც,მოხდება სხვადასხვა საგნის ინტეგრირება,ერთი და იმავეე საკითხის სხვადასხვა კუთხით განხილვა,საბოლოოდ კი  მიიღება პროდუქტი, ბუნებრივი წებო, რომელიც იქნება ეკოლოგიურად სუფთა, იაფი და ხანგრძლივი მოხმარების და რომლის გამოყენებაც უფრო უსაფრთხოა ხელოვნურ წებოსთან შედარებით.

No comments:

Post a Comment