პროექტის შესახებ

არსებითი კითხვა: როგორ მივიღოთ წებო რძისგან და რა კავშირია/დამოკიდებულებაა მიღებული წებოს სიმტკიცესა და რძის ცხიმიანობას შორის?

საგნობრივი ინტეგრაცია: ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგიაინგლისური, ისტ, მათემატიკა (გამჭოლი)

სამიზნე ჯგუფი:   სამივე საფეხურის მოსწავლეები

პროექტის ხანგრძლივობა:   1 კვირა

პროექტის აქტუალობა: ეკოლოგიურად სუფთა, იაფი და ხანგრძლივი მოხმარების პროდუქტის მიღება

პროექტის საბოლოო პროდუქტი: რამდენიმე სახისშედგენილობის და სიმტკიცის ) წებო

პროექტის მოსალოდნელი შედეგები:

1. მონაწილეები შექმნიან სამი სახის წებოს, რისთვისაც გამოიყენებენ  სამ, სხვადასხვა ცხიმიანობის რძის ნიმუშს (ქიმია); ცხიმიანი რძით მიიღებენ წებოს ტრენინგზე,  ხოლო საშინაო დავალებად მიეცემათ წებოს მიღება საშუალო და ნაკლები ცხიმიანობის რძით;

2. მიღებული ნიმუშების (სიმტკიცის) შედარება ერთმანეთთან (ფიზიკა);

3. ცილა კაზეინის როლი გათვითცნობიერებაბიოლოგია ;

4. გრაფიკის, ცხრილის, დიაგრამის აგება ექსელში ან რაიმე სხვა პროგრამაშიისტ-ის გამოყენება ;

5. ცვლადების ( დამოუკიდებელი, დამოკიდებული, საკონტროლო) დადგენამათემატიკა ;

6. მიღებული დასკვნის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება.

 

პროექტის აქტივობები, მასალები:

სამუშაო დავყოთ ორ ეტაპად:

ეტაპი N1: ცხიმიანი რძისგან წებოს მომზადება

ეტაპი N2: მიღებული ნიმუშის ხარისხის/სიმტკიცის შემოწმება

ეტაპი N1: წებოს მიღება

უსაფრთხოების წესები: დამცავი სათვალე, წინსაფარი, ხელთათმანები ყველა მოსწავლეს.

საჭირო ხელსაწყოები ერთ ჯგუზე გადაანგარიშებით:

შპატელი, მოსარევი წკირები, საზომი ცილინდრი (100სმ3, 25სმ3)

ბრტყელძირა/ერლენმეიერის კოლბები (100 სმ3, 250 სმ3)

ბუნზენის სანთურა

ცეცხლგამძლე ნაჭერი

შტატივი

მეტალის გამანაწილებელი ბადე

მინის ძაბრი და ქაღალდის ფილტრი

ნაყინის/ყელის ჯოხები

ინდიკატორის ქაღალდი

სასწორიერთ ჯერზე რომ აწონოს 100

ქვიშის და/ან  მაკულატურის ჩასაყრელი ყუთი

 

საჭირო რეაქტივები/ნივთიერებები:

ერთ ჯგუფზე გადაანგარიშებით: ცხიმიანი რძე - 100 სმ3

ძმარი - 20სმ3

ძმარი - უმჯობესია გამოხდილი ძმრის გამოყენება, რადგან არის უფერო. ასევე შეიძლება ძმარმჟავას განზავებული ხსნარის გამოყენება.

ფუძე - ნატრიუმის ჰიდროკარბონატიNaHCO3, (სასმელი სოდა)

 

 

 

ექსპერიმენტის მსვლელობა:

1. სხვადასხვა ცხიმიანობის რძისგან წებოს რამდენიმე ნიმუშების მომზადება

წებოს მიღების ერთ-ერთი ხერხია მისი მიღება რძეში შემავალი ცილა კაზეინისაგან. ამ ცილის გამოყოფა რძისგან შესაძლებელია კოაგულაციითა და გამოლექვითამისათვის უნდა ავჭრათ რძე ძმრით წარმოიქმნება ნარევი - აჭრილი, ხაჭოსებრი მასა და თხევადი ფაზა.ხაჭო განეიტრალდება ფუძით და მივიღებთ წებოს.

ნაბიჯი 1. კოლბაში ჩაასხით წინასწარ აზომილი 100 სმ3 ცხიმიანი რძე და 20 სმ3 ძმარი. დაამაგრეთ კოლბა შტატივზე და გააცხელეთ ელექტროქურაზე/ბიუნზენის სანთურაზე მორევის პირობებში კოშტების წარმოქმნამდე/გამოჩენამდეშეწყვიტეთ გათბობა, მაგრამ გააგრძელეთ მორევა მანამ, სანამ არ შეწყდება კოშტების წარმოქმნა.

ნაბიჯი 2. დააყოვნეთ, რომ კოშტები/მყარი მასა დაილექოს, შემდეგ გადაწურეთ სითხე (დეკანტაცია). შემდეგ გაფილტრეთ დარჩენილი მასა და გამოყავით მყარი ნაწილი. გამორეცხეთ კოლბა.

ნაბიჯი 3.  კოშტები ჩაყარეთ კოლბაში და დაასხით 15სმ3 წყალი. ურიეთ მანამ, სანამ ნარევი არ გახდება ერთგვაროვანი.

ნაბიჯი 4. დაამატეთ ნახევარი შპატელის კოვზი ფუძე და შეამოწმეთ ნარევის ნეიტრალურობა ინდიკატორის ქაღალდით. თუ არ იქნება ნეიტრალური არე, გააგრძელეთ ფუძის დამატება. მიიღებთ წებოს.

2. მიღებული ნიმუშების ხარისხის/სიმტკიცის შემოწმება

წებოს სიძლიერე, სიმტკიცე შეიძლება შემოწმდეს, თუ ორ ჯოხს შევაწებებთ და მივაბამთ მათ სიმძიმეებს. ეს აქტივობა ხელს უწყობს ჯგუფურ, კვლევით მუშაობას და შეჯიბრებითობას.

ამ წებოთი შეაწებეთ ორი ჯოხი 2 სმ მონაკვეთზე. მონიშნეთ, რომელი რძე იყო გამოყენებული.

ორი სკამი დადგით ერთმანეთისგან 10 სმ დაშორებით და ჩამოდეთ დაწებებული ჯოხები.

ჩამოკიდეთ სასწორის კაუჭი ორი შეწებებული ჯოხიდან ქვედაზე შეწებების ადგილთან რაც შეიძლება ახლოს. დაუმატეთ ყოველ ჯერზე 10N საწონი და ჩაიწერეთ ძალის მნიშვნელობა, რომელიც  საჭიროა ჯოხების დასაცილებლად.

სადისკუსიო კითხვები:

1.რა მიზანი აქვს ძმრის გამოყენებას ამ ექსპერიმენტში?

2. რატომ/რა მიზნით ამატებენ ნატრიუმის ჰიდროკარბონატს?

3. რომელი გაზი გამოიყოფა სოდის დამატების შემდეგ?

4. რა არის კაზეინი და ნაერთთა რომელ კლასს მიეკუთვნება ეს ნივთიერება?

5. კიდევ როგორ, რა მეთოდით არის შესაძლებელი წებოს მიღება? (გამოიყენეთ მითითებული ბმულები).

 

 

 

 

 საშინაო დავალება:

1. ანალოგიურად მოამზადეთ წებოს კიდევ ორი ნიმუში, რისთვისაც გამოიყენეთ საშუალო და ნაკლებად ცხიმიანი რძე

2. შეამოწმეთ მიღებული წებოს ნიმუშები სიმტკიცეზე ინსტრუქციის მიხედვით (კავშირი ფიზიკასთან).

3. ააგეთ წებოს სიმტკიცის რძის ცხიმიანობაზე დამოკიდებულების გრაფიკი ექსელში ან გეოგებრაში (კავშირი მათემატიკასთან, ისტ-თან)

4. გაეცანით ინგლისურენოვან რესურსებს აღნიშნულ თემაზე (კავშირი ინგლისურთან):

https://edu.rsc.org/resources/developing-a-glue/459.article?adredir=1&adredir=1

https://www.youtube.com/watch?v=Ju20QrGB55c

https://www.youtube.com/watch?v=KhA4XrykpmQ

https://www.youtube.com/watch?v=mnho49NLVpA       

https://www.youtube.com/watch?v=mnho49NLVpA  

 


No comments:

Post a Comment